ამ წუთებში უიმედოდ იმყოფება პარიზი- ბოვეს აეროპორტში 174 მგზავრი. ისინი რამდენიმე საათის წინ უნდა გამოფრენილიყვნენ საქართველოში. მათ აეროპორტში მისულებს რეგისტრაციის წინ უთხრეს, რომ პარიზი- ქუთაისის რეისი გაუქმებულია. მგზავრთა შორის იმყოფება პარიზში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, რომელსაც ,, გურია ნიუსი” დაუკავშირდა. გიორგის თქმით, wizz air-ის წარმომადგენელი ჯერაც არ გამოჩენილა მათთან:
,,პარიზი-ბოვეს აეროპორტში მოსულებს რეგისტრაციის დაწყების წინ გვითხრეს რომ, რეისი პარიზი-ქუთაისი გაუქმებულია. საქმე იმაშია რომ, ავიაკომპანა wizz air-ის ოფიციალური წარმომადგენელი ჩვენამდე არ მოსულა, აეროპორტის წარმომადგენელმა მოგვცა ტელეფონის ნომერი რომელზეც არავინ გვპასუხობს და ვართ, აი, ასეთ დღეში 174 მგზავრი…
ავტორი

































































