პარიზის ოლიმპიურ სოფელში, სამოელი კრივის მწვრთნელი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Cbsnews-ი ავრცელებს.
გარდაცვლილი ლიონელ ელიკა ფატუპაიტოა.
მწვრთნელის გარდაცვალების შემთხვევა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე, დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელს სასწრაფო დახმარება გაუწიეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.