როგორც პარიზიდან “გურია ნიუსს“ ატყობინებენ, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რიგია. საფრანგეთში, საარჩევნო უბნები, მხოლოდ პარიზშია გახსნილი და ამომრჩეველს მრავალი კილომეტრის გავლა უხდება მთელი საფრანგეთიდან, რომ ხმა მისცენ.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცოცხალ, მოწესრიგებულ რიგში მდგომი ამომრჩევლები, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ხმის მიცემას აუცილებლად შეძლებენ, მიუხედავად იმისა, რომ უბანი 8 საათზე იკეტება. უბანი ვერ დაიკეტება, სანამ ცოცხალ რიგში მდგომი ადამიანები არ მისცემენ ხმას და რიგი არ ამოიწურება.
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს ფარგლებს გარეთ, საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანია გახსნილი. შეგახსენებთ, რომ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.