პარიზში მომიტინგეები ნაიკის მაღაზიას თავს დაესხნენ.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ისინი მაღაზიაში შეჭრას ცდილობდნენ.
ინფორმაციისთვის, საფრანგეთში უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქციებია. ხალხი პოლიციელის მიერ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობას აპროტესტებს. აქციებზე, რომელმაც მშვიდობიანი პროტესტის სახე დაკარგა ასობით ადამიანი დააკავეს.