პარიზში ქართველი მხატვრის, გელა წულაძის სკულპტურა “ყირამალა” დაიდგა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ონლაინ ჟურნალი AT.ge – ავრცელებს.
„ძალიან მაგარი ამბავი. ქართველი მხატვრის, გელა წულაძის სკულპტურა შუაგულ პარიზში დაიდგა. სენ ჟერმენზე, ყველასთვის ცნობილი „კაფე დე ფლორის” წინ, ქართულ ,, ყირამალას” მთელი ღამის განმავლობაში ამონტაჟებდნენ. “ყირამალა”- სიყვარულით საფრანგეთს საქართველოდან„ – წერს ონლაინ ჟურნალი.