პარლამენტი დაემსგავსა ზოოპარკს – ეს განცხადება ოთარ ზურაბიშვილმა”ტვ პირველთან”, “ოცნების” მერ საქართველოს პრეზიდენტად, მიხეილ ყაველაშვილის დასმის შემდეგ გააკეთა.
პრეზიდენტის ძმა ფიქრობს, რომ “ოცნებას” უდიპლომო პრეზიდენტის დანიშვნით, ბოლო თავისუფალი ინსტიტუტიც მიტაცება უნდა.
ქუჩაში არიან გულანთებული ადამიანები, რომლებიც გაშლილი თვალებით უყურებენ მომავალს. მეორე მხარეს არის ზოოპარკი, სადაც არ არიან ნამდვილი ადამიანები, რომლებიც არიან ჩამწკრივებული ერთმანეთთან ბინას ბრძანებით. ფიქრობენ მარტო ერთ რამეზე, არა ჩვენს მომავალზე მათ მომავალზე, როგორ შეიძლება ფულის დაგროვება. არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა, არალეგიტიმური პრეზიდენტი. ეს არის დადგმა. რა ნაძვის ხეს დგამენ, როცა ზურგი მოუბრუნეს ევროპას, ეს არია ადამიანების დაცინვა მეტი არაფერი”, – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
“ოცნებამ” პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა – ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა.
“ქართულმა ოცნებამ” ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს – ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს.
ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად “ქართული ოცნებისგან” იყო დაკომპლექტებული.
გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები თვლიან, რომ ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია.