პოლიციელებმა presa.ge-ს დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
აღნიშნულს წინ კაპანაძესა და სამართალდამცველებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჟურნალისტებისთვის პარლამენტში შესვლა გართულებულია და აკრედიტებულ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანომდე მისასვლელად სამართალდამცველების რამდენიმე კორდონის გავლა და აკრედიტაციის რამდენჯერმე წარდგენა უწევთ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, საპატრულო პოლიციის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, სულ 3 ადამიანია განრიდებული, პროვოკაციისა და პარლამენტის ბლოკირებისთვის.
გავრცელებული ინფორმაცია კი პარლამენტთან 3 ადამიანის დაკავების შესახებ არ დასტურდება.