მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
„კოლეგებო, დღეს სექტემბრის პირველი სამშაბათია და საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, X მოწვევის საქართველოს პარლამენტი ბოლო საშემოდგომო სესიაზე შეიკრიბა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მიმდინარე სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომებზე, დეპუტატები „ამნისტიის შესახებ” და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტებს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილავენ.