პარლამენტის წინ, კარვების დაშლისა და დარბევის შემდეგ გაბერილი სასრიალო მოულოდნელად ჩაიფუშა.
პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე განთავსებული კარვები გუშინ ღამე აიღეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა იქ მყოფ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. მომხდარის გამო 9 ადამიანია დაკავებული.
თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის მონაწილეობით, გვიან ღამით, კარვების ადგილას ზვიგენისა და ლურჯი ვეშაპების გამოსახულების მქონე გასაბერი სასრიალო აღმართეს, რომელიც ჩაიფუშა.