პარლამენტის წინ, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების“ ლიდერებმა მომხრეებს დაშლისკენ მოუწოდეს, მერმა კალაძემ კი ნაძვის ხის ნთება გადადო, აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან.
ძალოვანები ნაძვის ხის და “ქართული ოცნების“ მომხრეების დაცვის კორდონებს ხსნიან და მიმდებარე ქუჩების სიღრმეებში ინაცვლებენ. აქვე, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ბევრი შავებში ჩაცმული პირი, რომელსაც საიდენტიფიკაციო ნიშანი არ აქვთ, მიმდებარე ქუჩებზე გაჩერებულ მანქანებში სხედან ან პატარა ჯგუფებად გადაადგილდებიან.
აქციის მონაწილეები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ არ წამოეგონ პროვოკაციებს, არ იარონ მარტო და შეინარჩუნონ სრული სიმშვიდე.