პარლამენტმა “უცხოური გავლენების აგენტების შესახებ” კანონპროექტს კენჭი უყარა.
კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია პარლამენტის 113-მა წევრმა გაიარა.
კენჭისყრის შედეგების თანახმად, კანონპროექტს მხარი 76-მა დაუჭირა.
რის შედეგადაც, პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, კანონპროექტი ვენეციაში გაიგზავნება და დასკვნას სამი თვე სჭირდება.