საქართველოს პარლამენტმა გარდამავალ მთავრობას მხარი დაუჭირა. 99 მომხრე და 6 წინააღმდეგი, დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა. მამაუკა ბახტაძის მთავრობას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.
მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას:
პრემიერმინისტრი – მამუკა ბახტაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ჩერქეზიშვილი
ფინანსთა მინისტრი – ნიკოლოზ გაგუა
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი
კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი – დავით სერგეენკო
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი.
კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადებებს კომიტეტების, ფრაქციების, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლები აკეთებდნენ. რიგგარეშე სესია დღეს მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო, რის შემდეგაც პროცესი კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.