საკითხი განსახილველად სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
კანონპროექტით, იურიდიული დახმარების სამსახური არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცვლილებების თანახმად, სამსახურის დირექტორი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
კანონპროექტით, 2026 წლის 1 მაისიდან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდება და მიეცემა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ამასთანავე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უნდა უზრუნველყოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის დანიშვნა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.





























































