https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა

18:07; 26.07.2017
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მიერ სამ კანონპროექტზე დადებული ვეტო დაძლია. დეპუტატებმა არ გაიზიარეს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და კენჭისყრების შედეგად, ხმათა უმრავლესობით პროექტების პირვანდელ რედაქციას დაუჭირეს მხარი.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით წარმოდგენილ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ” ორ კანონპროექტზე ვეტო 94 ხმით 5-ის წინააღმდეგ და 92 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაიძლია.
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას კი მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა.
პრეზიდენტმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა. აქედან ერთი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი – „საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის წევრებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო და ის არგუმენტები წარმოადგინა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტებზე ვეტოს დადებისას იხელმძღვანელა.
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” და თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც ძირითად, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს, ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელონ.
მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილ პაკეტში არის მრავალი ცვლილება, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე, არის ცვლილება, როდესაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ერთმევა შვიდ ქალაქს.
ანა დოლიძის განმარტებით, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება არის აშკარად გადამეტებული და არაპროპორციული ღონისძიება და ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა მისაღები, თუ პრობლემატური სიტუაციის არსებითი გაუმჯობესების მკაფიო პერსპექტივა იარსებებდა.
მისივე თქმით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა ქვეყანას უარყოფით შედეგს მოუტანს, მით უფრო, რომ თვითმმართველობის კუთხით აქამდე გადადგმული ნაბიჯების და იმ რეფორმების შედეგად, რომელიც ამ მიმართულებით „ქართულმა ოცნებამ” განახორციელა, საქართველოს მდგომარეობა და რეპუტაცია თვითმმართველობის და დემოკრატიის მიმართულებით საერთაშორისო წრეებში გაუმჯობესდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი.
მოტივირებულ შენიშვნებზე საუბრისას, მომხსენებელმა განმარტა, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებით იქმნება არათანაბარი გარემო, ქალაქს ეზღუდება შესაძლებლობა მიიღოს მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხა საკუთარი პრიორიტეტების დასაფინანსებლად და ქალაქებისთვის მაჟორიტარების დამატება საარჩევნო ხმის წონის თვალსაზრისით არსებულ უთანაბრობას ვერ აღმოფხვრის.
ანა დოლიძის განცხადებით, მოტივირებული შენიშვნების სახით წარმოდგენილი კანონპროექტები, არსებული თვითმმართველი ქალაქების სტატუსის და თვითმმართველ თემში გამგებლის თანამდებობის უცვლელი სახით შენარჩუნებას ითვალისწინებს.
მოტივირებული შენიშვნები თვითმმართველი თემის გამგებლისა და თვითმმართველი ქალაქის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას კვლავინდებურად პრეზიდენტის კომპეტენციად განსაზღვრავს.
საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მოთხოვნების გათვალისწინება, რომლის თანახმად, ადგილობრივი ორგანოს ადმინისტრაციულ საზღვრებში შესაბამის ადგილობრივ ორგანოსთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა მოხდეს ცვლილება, ხოლო იქ, სადაც ეს კანონით ნებადართულია, ასეთი ცვლილება რეფერენდუმის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
არგუმენტირებული შენიშვნების წარდგენის შემდეგ, ანა დოლიძემ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. გამოიკვეთა, რომ დეპუტატები წარმოდგენილ შენიშვნებს არ ეთანხმებიან. მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, ცალკეულმა დეპუტატებმა საკუთარი, ასევე ფრაქციებისა და კომიტეტების პოზიციები წარმოადგინეს.
უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მომხსენებელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მოტივირებულ შენიშვნებზე იმუშავა მადლობა გადაუხადა.
„მინდა ყველა იმ ადამიანს ვინც წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და შენიშვნებზე იმუშავა მადლობა გადავუხადო. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, იქნება თანამშრომლობა, დიალოგის გაგრძელება პრეზიდენტის ინსტიტუტთან,”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, დოკუმენტში გარდა კრიტიკისა არის ასევე სამართლიანი და სწორი შეფასება იმ რეფორმებისა და გაწეული საქმიანობისა, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში თვითმმართველობების განვითარების კუთხით განხორციელდა.
გრიგოლ ლილუაშვილმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო ცვლილებების განხორციელების პერიოდს ეხება, განაცხადა, რომ ეს პერიოდი კალენდარულად დაემთხვა საარჩევნო წელს.
„მე-9 მოწვევის პარლამენტი არჩეული იქნა გასული წლის ბოლოს და ეს გონივრული ვადა, ზამთრის პერიოდი გამოვიყენეთ ზუსტად იმისათვის, რომ ანალიზისა და დიდი მსჯელობის შედეგად მიგვეღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც დღეს სახეზეა და რაზეც დღეს ვსაუბრობთ. ეს ბუნებრივად დაემთხვა საარჩევნო წელს და თუ ამას არ განვახორციელებდით ამ პერიოდში, მაშინ უნდა შევგუებოდით იმ აზრს, რომ მინიმუმ ოთხი წლით გადაიწევდა ამ ცვლილებების განხორციელება და ჩვენთის მიუღებელი იქნებოდა ოთხი წლით გადაგვედო საქმე, რომლის გაკეთება შეგვიძლია დღეს,”-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილმა მოსაზრება მუნიციპალიტეტების საკუთარ შემოსავლებთან დაკავშირებითაც გამოთქვა.
მისი განცხადებით, იმის მიუხედავად, ატარებენ თუ არა ქალაქები თვითმმართველი ქალაქის სტატუსს, საკუთარი შემოსავლები გაზრდილია ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა ქალაქში. მისი თქმით, ეს გამოიწვია არა ორი წლის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სტატუსის მინიჭებასთან ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით, არამედ, ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებულმა დამატებითმა შემოსავლებმა და საკუთარი შემოსავლების ნაწილის ადგილობრივ ბიუჯეტებში დატოვებამ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, კომიტეტმა არ მიიჩნია მიზანშეწონილად მოტივირებული შენიშვნებისათვის მხარი დაეჭირა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ფრაქცია პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ მოტივირებულ შენიშვნებს მხარს უჭერს. მისი თქმით, პარლამენტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს არ აქვს საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა და არის ხელისუფლებისთვის სასარგებლო საარჩევნო ინიციატივები.
გედევან ფოფხაძის განცხადებით, საკითხი, რომელზეც დღეს პარლამენტი მსჯელობს ვეტოს ნაწილში არასწორადაა შემოთავაზებული. რეალურად, საჭიროა საუბარი იმაზე, თუ რა სარგებელს მიიღებს თითოეული მოქალაქე აღნიშნული რეფორმით და რამდენი თვითმმართველობა უნდა იყოს ერთ გეოგრაფიულ სივრცეში.
„მე მგონია, რომ ორიენტირი არის სწორი და ჩვენ ის ძალიან არგუმენტირებულად უნდა დავიცვათ. არ მიმაჩნია, რომ ეს არის არგუმენტირებული ვეტო, ვინაიდან არ არის გათვლილი არსებითზე, რომ კონკრეტულმა მოქალაქემ მიიღოს კონკრეტული მომსახურეობა. როდესაც საუბარია თვითმმართველობის რეფორმის პოზიტიურ მხარეზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, დიახ, ჩვენ შემოვიღეთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირდაპირ არჩეული მერები და გამგებლები. ეს არის ის სიკეთე, რომელზეც დასავლეთი ლაპარაკობს, რომ თვითმმართველობა სწორედ „ქართული ოცნების” პირობებში იქცა თვითმმართველობად,”-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა გამოხატა.
მისი განცხადებით „ეს კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის როგორც დემოკრატიულ და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განვითარებას. თვითმმართველობის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი”.
 
“ყველა პროექტი სოფლის განვითარებაზე არის მკვდრადშობილი, თუ ირგვლივ რაიონული ცენტრები არ განვითარდა,”-განაცხადა სერგო რატიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია და არგუმენტები „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პირადად, ყურადღებით გაეცნო და მისი შეფასებით, პრეზიდენტის ვეტო დაუსაბუთებელია. არცერთი არგუმენტი არ არის მოყვანილი რეალურად, რომელიც დაასაბუთებდა ამ ვეტოს. საუბარია ნულოვან არგუმენტაციაზე. „კოლეგებო, ჩვენ შეგვიძლია, აბსოლუტურად სუფთა და თავისუფალი სინდისით უარვყოთ პრეზიდენტის ვეტო და მხარი დავუჭიროთ პირვანდელ ცვლილებებს,”-მიმართა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრებს.
მისი თქმით, შენიშვნები არგუმენტებით არ არის დასაბუთებული. პრეზიდენტის შენიშვნაზე იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შემთხვევაში, ეს ერთეულები კარგავენ საკუთარი ურბანული განვითარების დაგეგმვის შესაძლებლობას.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, არგუმენტი არ არის მოყვანილი კიდევ ერთ შენიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობის კომუნალური პრობლემების მოგვარების გართულებას ეხება. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც.
სიტყვით გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემა რეალობას უნდა ერგებოდეს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დეცენტრალიზაციასა და დაშლას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საჭიროა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია, თვითმმართველობის სისტემა გარკვეულ ლოგიკას ემორჩილებოდეს, რომელიც ურბანული და არაურბანული დასახლებების ურთიერთქმედებას გულისხმობს. მისივე განცხადებით, სამთავრობო გუნდთან კონსულტაციები უკვე გაიმართა და პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთქმედებით, დეცენტრალიზაციის საერთო ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის ხარისხის ფუნდამენტურ გაუმჯობესებას და პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციონალიზაციასა და კონსოლიდაციას ემსახურება.
პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით წარმოდგენილ „საარჩევნო კოდექსის” ორი სხვადასხვა კანონპროექტის შესახებ, რომელთაგან ერთი თვითმმართველი ქალაქებისა და თემების საკრებულოების ახლებურად ფორმირებას და საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობის გაზრდას, ხოლო მეორე – საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება გააუარესებს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს, ამიტომ ის მიმართავს პარლამენტს, რომ ძალაში დარჩეს დღეს არსებული მოდელი და უარი თქვას კანონპროექტებით გათვალისწინებულ ცვლილებებზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პოზიციაზე, რომელიც „საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს ეხებოდა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ისაუბრა.
„ვეტო, რომელიც თავისთავად ნიშნავს აკრძალვას და მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმია, მისი გამოყენება ხდება განსაკუთრებული შემაკავებელი მექანიზმის გამოყენების დროს. უნდა იყოს განსაკუთრებული რამ და მას ჭირდება განსაკუთრებული დასაბუთება, წონადი არგუმენტები და გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ამას ჩვენ ვეტოთა განხილვის დროს ვხედავთ,”-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა იყო ნათელი პასუხი იმისა, რომ არ არსებობს არც ერთი არგუმენტი და მყარი შემოთავაზება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მომხდარიყო კანონპროექტებთან დაკავშირებით არსებული პოზიციების გადახედვა.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ტერმინოლოგიურ ცვლილებას და ტექნიკურ და ორგანიზაციულ საკითხებს, ისეთი განსაკუთრებული მექანიზმი, როგორიც ვეტოა. არ უნდა იყოს გამოყენებული
ეკა ბესელიამ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ პოზიციებზე დეტალური განმარტებები გააკეთა.
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” სახელით ფრაქციის წევრმა, ირმა ინაშვილმა ისაუბრა და „საარჩევნო კოდექსის” არსებულ ვერსიასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა. „ჩემი და ოპოზიციის ვალი ის არის, რომ მიგანიშნოთ იმ საფრთხეებსა და რისკებზე, რომლის წინაშეც ქართული დემოკრატია დგას დღეს,”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკული პოზიცია, სერგო რატიანმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონი არის სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯი.
„საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეაფასა.
„არგუმენტების არარსებობა და პოლიტიკური მიკერძოების პირდაპირი ნიშნები მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომ ამ შემთხვევაშიც, აბსოლუტურად სუფთა სინდისით შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ჩვენ პირვანდელ კანონპროექტს და დავძლიოთ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაზე აპრობირებულ და ყველაზე სამართლიანად აღიარებული მეთოდით კომპლექტდება და დაცული იქნება პარიტეტის პრინციპი.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პოლიტიკურ კონფიგურაციაზეც. მისი თქმით, რომ არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილების განაწილების წესის ცვლილება, პოლიტიკური პარტიები ადგილს დაკარგავდნენ.
„რომ შევაჯამოთ, გვაქვს აშკარად ორი პრობლემა, პირველი პრობლემა ეს არის არგუმენტების აბსოლუტური დეფიციტი, გვაქვს ნულოვანი დოზით წარმოდგენილი არგუმენტები. ჩვენ გვაქვს არგუმენტები სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პროპორციულობასთან დაკავშირებით, პარიტეტის პრინციპთან დაკავშირებით, თქვენ თუ მოისმინეთ დღეს რაიმე არგუმენტი ამის წინააღმდეგ? არცერთი არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ეს პოზიცია არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და მეორე მთავარი პრობლემა მდგომაროებს იმაში, რომ აქ ვლინდება პოლიტიკური მიკერძოება, რაც არის ძალიან სამწუხარო იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, უნდა იყოს ნეიტრალური სუბიექტი ამ მმართველობის სისტემაში. არგუმენტების არარსებობა და პოლიტიკური მიკერძოების პირდაპირი ნიშნები მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომ ამ შემთხვევაშიც, აბსოლუტურად სუფთა სინდისით შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ჩვენ პირვანდელ კანონპროექტს და დავძლიოთ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პლენარულ სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით განიხილეს.
რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ათამდე კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. პარლამენტმა დღესვე განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ყაზახეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემული სახელმწიფო კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს მთავრობის დავალიანების განმეორებითი რესტრუქტურიზაციის შესახებ” ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე”.
რიგგარეშე სესიის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა.
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას გავიზიარებ

17:26; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია

14:56; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმების შესახებ: პანდემიის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა

14:45; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ან ერთი უნდა გავაუქმოთ ან მეორე

18:41; 19 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ”- ირაკლი კობახიძე

18:11; 19 თებერვალი, 2026

„რუსთავი 2“-ში ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სავარაუდოდ, სამონტაჟოების ერთი ნაწილი გამოსულია მწყობრიდან _ ხანძარი "რუსთავი 2-ში"

ყველა სიახლე

საზოგადოება

პოლიტიკური რეკლამები META-ს პლატფორმებზე – რას ინფორმაციას ავრცელებს ISFED

19:17; 20.02.2026
ფინანსები

Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად – ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი

18:20; 20.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა HIF Tbilisi 2026-ზე ტურიზმის საინვესტიციო ტენდენციების შესახებ მიგნებები გააზიარა

18:18; 20.02.2026
საზოგადოება

მოქალაქეებს ახალი დოკუმენტების შესაცვლელად იბარებენ- რა ხდება ცნობილი

18:15; 20.02.2026
სამართალი

“შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი კონსერვი”

17:57; 20.02.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი CODE IT-ზე – შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს

17:46; 20.02.2026
სამართალი

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო

17:43; 20.02.2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას გავიზიარებ

17:26; 20.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა

16:46; 20.02.2026
საზოგადოება

ვინ არის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის სავარაუდოდ დაკავებული ბიზნესმენი

16:35; 20.02.2026
სამართალი

მკვლელობა შურისძიების მოტივით – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

15:51; 20.02.2026
სამართალი

ეზოდან მოპედი მოიპარეს

15:37; 20.02.2026
სამართალი

გარყვნილი ქმედება და იძულება არასრულწლოვნების მიმართ – ოზურგეთის სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო

15:20; 20.02.2026
სამართალი

“165 900 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა, გამოცხადდა ძებნა”- პროკურატურა

14:59; 20.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია

14:56; 20.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო