პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს 92 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი დღეს, 25 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს დეპუტატებმა.
კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება მას შემდეგ იგეგმება, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გახდება ცნობილი.
საბოლოოდ, ცვლილებების მიღება მესამე მოსმენით ივნისის ბოლომდე იგეგმება.