„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა 74 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო.
მისი ინფორმაციით, ცვლილებები კოდექსის მეექვსე თავს შეეხება, რომელიც სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის საფუძველზე მომზადდა და მიზნად ისახავს აეროდრომის და ვერტოდრომის შექმნის, აგრეთვე მათი დაცვის არეში შენობა-ნაგებობის და დაბრკოლებების შემქმნელი სხვა ობიექტების განთავსების საკითხების მოწესრიგებას. აგრეთვე სამართლებრივი საფუძვლების შექმნას კანონქვემდებარე აქტების მიღებისთვის.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved