20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს.
აღნიშნული კანონპროექტით, 20-21 ივნისის მოვლენებისას ბრალდებული და მსჯავრდებული ყველა პირი გათავისუფლდება.
როგორც ცნობილია, განხილვას „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრება, რადგან მათთვის საკანონმდებლო ინიციატივა მიუღებელია.
წინა განხილვა ცხარე კამათის ფონზე გაიმართა. პარლამენტმა სესიაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით 77 დეპუტატის ხმით მიიღო, 23 კი წინააღმდეგ წავიდა.