საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო და დღეს, შენობაში შესვლა შეზღუდული იქნება. პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი დღეს დაგეგმილი აქციაა:
“20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა”, _ აღნიშნულია პარლამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “სირცხვილია” დღეს, პარლამენტის წინ ფართომაშტაბიან აქციას მართავს.