თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, იქ სადაც ათი დღეა საპროტესტო აქციები იმართება საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყეს.
როგორც ადგილზე მყოფმა თბილსერვისჯგუფის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, “მოეწყობა, გალამაზდება” იქაურობა.
“ყველა ცივილურ ქვეყანაში ნაძვის ხე იწყობა და დგას. თქვენც უნდა მოგწონდეთ, სუფთა ქალაქი და ნაძვის ხის აწყობა, მე მგონი ცუდი არაფერი არ არის”, – უთხრა თბილსერვისჯგუფის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას პირდაპირ ჩართვაში.