პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან რკინის ჯებირი 5 თვის შემდეგ კვლავ აღმართეს.
ცნობისთვის, დღეს, 8 ნოემბერს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 6 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ხელისუფლებას 24-საათიანი ვადა მისცა, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
7 ნოემბერს, კი ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და თავისუფლების მოედანზე აქცია დააანონსა.
შეგახსენებთ, რომ რკინის ჯებირი პარლამენტის შესასვლელთან პირველად 2019 წელს აღმართეს, როცა საკანონმდებლო ორგანოსთან აქციები იმართებოდა და მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ, 2021 წლის ივნისში მოხსნეს.