პარლამენტთან, საპროტესტო აქცია “შინ ევროპისკენ” დაიწყო. მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ.
აქციის გამო, ტერიტორიაზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
აქციის ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლ ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვეს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს ამოიწურა.
როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები დღეს ღამით პარლამენტის ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავენ.
ავტორი