ახლახან ცნობილი გახდა, რომ პარტია „ახალის“ ოზურგეთის რაიონულ და გურიის რეგიონულ ხელმძღვანელად, ირინა ინარიძე დაინიშნა.
„ჩემი პოლიტიკურად გააქტიურება გამოიწვია მხოლოდ ერთმა ფაქტორმა _ მიმაჩნია, რომ დღეს ყველა პროდასავლურად მოაზროვნე ადამიანს ერთი ამოცანა გვაქვს, გადავარჩინოთ ქვეყანა. დავაბრუნოთ იგი ევროატლანტიკურ და დასავლურ სივრცესა და რაც მთავარია, კონსტიტუციის ჩარჩოებში. ახლა პასიური მხარდაჭერის დრო არაა, თითოეული ჩვენგანი ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ , რათა გამოვიხსნათ ქვეყანა რუსული მარწუხებიდან , და გავხდეთ გარდაუვალი ცვლილებების მონაწილე. ჩემი გადაწყვეტილებაც აქედანაა ნაკარნახევი . მერწმუნეთ, ჩვენ ერთად შევძლებთ ამ ცვლილებების გახორციელებას . ახლები კი ამ პროცესში, სხვა პროდასავლურ ძალებთან და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერად, თავის წონიან სიტყვას იტყვიან.“ _ ტქვა ქალბატონმა ირინამ „გურია ნიუსთან“.
ირინა ინარიძე პროფესიით ეკონომისტია. ცნობილია , როგორც ძლიერი კადრი და ათეული წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე.