პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ტოგო ჭელიძის თქმით, მათ ოზურგეთში მერობის კანდიდატი არ ეყოლებათ.
პარტია საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს თვითმმართველობის არჩევნებზე.
პარტიულ სიაში მოხვდნენ: ტოგო ჭელიძე, გიორგი ბოლქვაძე, ნინო საჯაია, ზაზა ჩხარტიშვილი, გიზო გრძელიძე, ანა ცეცხლაძე, მერაბ ღლონტი, ეთერ გელაშვილი, ჯემალ გოგუაძე.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ტოგო ჭელიძე და ზაზა ჩხარტიშვილი დეპუტატობის კანდიდატები არიან 60/05;
ტოგო ჭელიძე სოფელ ჭანიეთში, ლიხაურსა და მაკვანეთში იბრძოლებს მანდატის მოსაპოვლებლად, ხოლო ზაზა ჩხარტუშვილი სოფლების: ჯუმათის, სილაურის, ბაილეთის ამომრჩევლების გულის მოგებას შეეცდება.
[sexy_author_bio]