ფარცხმის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამის მიზეზი სკოლის საქმის მწარმოებლის კორონავირუსით ინფიცირებაა.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ინფიცირებული პირს ბავშვებთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ სკოლა დისნაციურ სწავლებაზე გადავიდა.
„ის არ არის პედაგოგი და ბავშვებთან შეხება არ ჰქონია. მას და მის მეუღლეს დაუდასტურდათ კორონავირუსი და სკოლაც გადასულია დისტანციურ სწავლებაზე“,_ ამბობს სიხარულიძე.


































































