ახალი წლის წინ, აშშ-ში, ავიაკომპანიამ „Spirit Airlines“ ექვსი წლის კასპერი შემთხვევით არასწორ რეისზე დასვა.
ბიჭი ფილადელფიიდან მარტო მოგზაურობდა. ის ფორტ მაიერსში მიფრინავდა, სადაც ბებია უნდა დახვედროდა. პატარამ რეგისტრაცია კი გაიარა, აღმოჩნდა თვითმფრინავში, რომელიც ორლანდოში გაფრინდა.
როდესაც ბებიამ შვილიშვილი ფორტ მაიერსის აეროპორტში ვერ იპოვა, მას ორლანდოსკენ 320 კილომეტრის გავლა მოუწია.
„Spirit Airlines“-ში შეცდომას აღიარებენ და მიზეზად აეროპორტებში სადღესასწაულოდ გაზრდილ დატვირთვას ასახელებენ. ავიაკომპანიის წესდებით, 5-14 წლის ბავშვებს უფლება აქვთ იმოგზაურონ ქვეყნის შიგნით.
ავტორი