რამდენიმე თვის წინ მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა ჰოვარდ კირბიმ საკომისიო მაღაზიაში დივანი შეიძინა. კაცი მას რამდენიმე კვირის განმავლობაში იყენებდა და ამ ხნის განმავლობაში ეჩვენებოდა, რომ მასზე ჯდომა მოუხერხებელია.
ერთ დღესაც მისმა შვილმა დივანი შესამოწმებლად გახსნა და ის ფულით სავსე აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, კირბიმ და მისმა შვილმა მეორადი ავეჯიდან 40 000 დოლარი ამოიღეს.
ამასთან, ადვოკატმა კაცს უთხრა, რომ ის ვალდებული არ არის გაარკვიოს, საიდან აღმოჩნდა დივანში თანხა და შეუძლია ფული თვითონ მოიხმაროს. თუმცა კირბიმ გადაწვიტა, რომ ასე მოქცევა უსამართლოა. მან მაღაზიას მიმართა, რომლის თანამშრომლებმა ის ქალი იპოვეს, რომელმაც დივანი იქ გასაყიდად მიიტანა.
როგორც გაირკვა, ეს დივანი ქალის ბაბუის იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. კირბიმ ქალს თანხა მთლიანად დაუბრუნა.
[sexy_author_bio]