პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა. ბოტკოველის განმარტებით, მიზეზი სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა, სადაც დეკანოზი ამბობდა, რომ პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას პატრიარქის დაცვის უფროსი საპატრიარქოში არ უნახავს.
მისივე თქმით, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.
“პროტესტის ნიშნად დავტოვე ჩემი თანამდებობა და წამოვედი საპატრიარქოდან. ვიყავი კათოლიკოს პატრიარქის მდივანი და დღეიდან ჩემს მოვალეობებს აღარ შევასრულებ. საპატრიარქოში აღარ ვიქნები“, – განაცხადა ბოტკოველმა