პატრიარქმა ილია მეორემ წერილი მოამზადა, რომელსაც გაუგზავნის რუსეთის პატრიარქს და სთხოვს, რომ ჩაერთოს ზაზა გახელაძის დროულად ოჯახში დასაბრუნებლად.
ცნობისთვის, ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.