საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს _ ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდათ.
ირმა ინაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, გიორგი ლომიასთვის _ 79-მა, გოჩა თევდორაძისთვის კი _ 78-მა დეპუტატმა.
“პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, შესაბამისად ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან: გელა მიქაძე, ნანა დევდარიანი და ფრიდონ ინჯია, რომლებიც შესაძლოა შევიდნენ.
როგორც ცნობილია, ახალი მოწვევის მოწვევის პარლამენტში შესვლაზე თანხმობა უკვე განაცხადეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა: ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა.
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სამივე წევრმა დაადასტურა, რომ განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არის მათი ნების გამოხატულება.
„ჩვენ რეგლამენტით გვაქვს უკვე იმის საშუალება, რომ დავიწყოთ განხილვა იმ დეპუტატების უფლებამოსილების საკითხის, ვინც განცხადებები შემოიტანა. რატომ ვიწყებთ ამ პროცესს „პატრიოტთა ალიანსით“? მათი სია ცესკოში ჩახსნილი არ არის და ამ სიიდან რამდენიმე წევრს აქვს სურვილი (იმ შემთხვევაში, თუ ადგილმონაცვლეობის პრინციპით „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრი გავა პარლამენტიდან) მათ ადგილები დაიკავონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარი 54-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, მათი თქმით არჩევნები არის გაყალბებული და არ დაუშვებენ, ,,ქართულ ოცნების“ პარლამენტის ლეგიტიმაციას.