უკვე მეორე დღეა, რაც გურიაში თოვა შეწყდა, თუმცა, როგორც ირკვევა, რიგ სოფლებში თოვლისგან შექმნილი პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება. ასეთ შორისაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანჭათიც, სადაც მოსახლეობა ამ დრომდე უგზობას უჩივის.
ფეისბუქის მომხმარებელი შორენა ღლონტი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს სათაურით “პატრონიანი ზომლეთი, უპატრონო ჭანჭათი”, სადაც კარგად ჩანს თოვლუსგან გაუწმებდავი გზა.
აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მანუჩარ ღლონტი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ ჭანჭათში გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
“ვინაიდან საკმაოდ დიდია თოვლუს საფარი, გარკვეული შეფერხებები იყო. ვცდილობთ, რომ ცენტრალური გზა ყველგან გაწმენდილი გვქონდეს. ამ წუთებში ჭანჭათში მიმდინარეობს გზების გაწმენდა”, _ გვითხრა მანუჩარ ღლონტმა.
[sexy_author_bio]