„ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც ადამიანის უფლებებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში იცავს”,_ ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
“უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა – რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ – არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან. მსგავსი ქმედებების მიმართ არანაირი ტოლერანტობა და დაუსჯელობა არ უნდა იყოს “,– განაცხადა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვიზიტისას.