უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-ი რუსეთში მუშაობას წყვეტს.
„შექმნილ ვითარებაში ჩვენ ვწყვეტთ რუსეთში მომსახურების გაწევას“, – განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა დენ შულმანმა.
მისივე თქმით, კომპანია მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის დაგმობაში.