სკოლების, ბაგა-ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებლების პერსონალმა წითელას საწინააღმდეგო აცრა 18 მარტამდე უნდა გაიკეთოს.
როგორცბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ვადის გასვლის შემდეგ შეგროვდება აცრილი და აუცრელი პერსონალის შესახებ ინფორმაცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გადაეცემა.
“მონაცემების გადაცემის შემდეგ, ინდივიდუალური მიდგომა იქნება ყველა თანამშრომლის მიმართ“, – აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.
სკოლების, ბაგა-ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისა და სხვა პერსონალის აცრის აუცილებლობის შესახებ განკარგულება მთავრობამ გამოსცა.