მიმდინარე წლის 10 მარტს გურიის ფეხბურთის ფედერაციის საერთო კრება ოზურგეთში გაიმართა. კრებაზე 4 საკითხი განიხილეს. მათგან პირველი კი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. როგორც რეესტრისთვის გაგზავნილ დოკუმენტში ვკითხულობთ “გურიის ფეხბურთის ფედერაცია შეიკრიბა იმიტომ, რომ დაეფუძნებინა უკვე დაფუძნებული ფედერაცია”
“განცხადებით მოთხოვნილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის” რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. თუმცა, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია ფედერაციის დამფუძნებელთა ყრილობის კრების ოქმი, რომლის თანახმადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის” დაფუძნებასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ დასაზუსტებელია მოთხოვნა და წარმოსადგენია მოთხოვნის შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია “გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის” რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, წარმოსადგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსახორციელებელ ცვლილებასთან დაკავშირებით” _ ვკითხულობთ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.
თუმცა, ეს ერთადერთი საკითხი არ არის, რაც გამოც რეესტრმა დოკუმენტი დაახარვეზა.
“აღმასრულებელი კომიტეტის ერთ-ერთი წევრის, ლაშა სალუქვაძის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი იურიდიული ძალის არმქონეა” _ აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:მორიგი სკანდალი გრფფ-ში _ მუჯირის ასარჩევად ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს