სოციალური ქსელი “ფეისბუქი” 2025 წლისთვის “ტელეპორტატული” მოწყობილობის შექმნას გეგმავს, რომლის მეშვეობით, მომხმარებლები ვირტუალურ სამყაროში რეალური შეგრძნებების განცდას შეძლებენ.
აღნიშნული ინფორმაციის შესახებ, ფეისბუქის ტექნიკურმა დირექტორმა მაიკ შრეპფერმა განაცხადა.
“ფესიბუქს სურს, შექმნას მოწყობილობა, რომლის მეშვეობით თქვენ აღმოჩნდებით იქ, სადაც გსურთ რომ იყოთ, მასთან ერთად, ვისთან ერთადაც გსურთ რომ იყოთ, განურჩევლად გეოგრაფიული შეზღუდვებისა”, _ განაცხადა მაიკ შრეპფერმა.