ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა პელე საავადმყოფოშია. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, ის კლინიკაში მაღალი სიცხით მიიყვანეს. როგორც ცნობილია, 78 წლის პელეს საშარდე გზების ინფექცია აქვს და მას რამდენიმე დღეში გაწერენ.