ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა ჰაილენდსის უნივერსიტეტიდან შენიშნეს, რომ სიარული გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. მეცნიერების ნაშრომი წარმოდგენილი იყო ჩიკაგოში, ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების ყოველწლიურ ყრილობაზე.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიარულისას ფეხების მუშაობა იწვევს არტერიული წნევის ტალღებს, რომლებიც გულისცემასა და ნაბიჯის სიხშირესთან სინქრონში აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლით მომარაგებას.
ეს ეფექტი უფრო ძლიერია სირბილის დროს და გაცილებით ნაკლები ველოსიპედით მოძრაობისას.