ჩინური ფეხსაცმლის ბაზარზე მეტად მძაფრი კონკურენციაა .
მას შემდეგ, რაც ფირმა Kang Shoe-მ თავისი ფეხსაცმლის ფორმის მქონე სარეკლამო ელექტრო ავტომობილი დაამზადა, კონკურენტი შებაგო არ ჩამორჩა და თავისი ფეხსაცმლის მსგავსი ნავი ჩაუშვა წყალში.
ჩანს, “შეჯიბრება” ამით არ შემოიფარგლება: როგორც ამბობენ, მალე რომელიმე ფეხსაცმელი “აეროპლანის” ან “ვერტმფრენის” სახით გაფრინდება კიდეც…