81 წლის ფეხბურთის ჯადოქარი პელე, რომელმაც ამ დღეებში საავადმყოფოში მკურნალობის მორიგი კურსი გაიარა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ რეაქციას აფიქსირებს:
„ჩემი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს. ვლოცულობ და ღმერთს ვთხოვ, რომ მშვიდობამ, თავისუფლებამ და სიყვარულმა გაიმარჯვოს.
წლები გადის, მაგრამ ჩემი ბავშვობის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა.
წესით, ბევრი რამ უნდა გვესწავლა იმ ტრაგედიების მაგალითებზე, რაც გადავიტანეთ და მშვიდობიანი მსოფლიო უნდა აგვეშენებინა“.
[sexy_author_bio]