ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელის პელეს ცხედარი კლინიკიდან მისი კლუბის, „სანტოსის“ სტადიონზე გადაასვენეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, სამგლოვიარო პროცესიის დროს ხალხი მის სასახლეს ფოიერვერკებით შეხვდა.
ფეხბურთელის სამოქალაქო პანაშვიდები სანტოსის საფეხბურთო კლუბში გაიმართება, სადაც ის სტადიონის ცენტრში იქნება დასვენებული და ხალხს მის მიმართ პატივისცემის გამოხატვის საშუალება მიეცემა.
ლეგენადარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა.
პელემ სპორტული კარიერა 1977 წელს დაასრულა. პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი – 1958, 1962 და 1970 წლებში.
FIFA-მ პელე მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელად, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მე-20 საუკუნის სპორტსმენად დაასახელა.