სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება.
კანონით განსაზღვრული წესით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება იწარმოებს 29 და 30 დეკემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს – 15:00 საათამდე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას. (R)