მომავალი წლიდან საქართველოში პენსია, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები იზრდება.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,
- 70 წლამდე პენსიონერების შემთხვევაში პენსია იზრდება 20 ლარით (გახდება 370 ლარი);
- 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის 45 ლარით (გახდება 495 ლარი).
- პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს – გაეზრდებათ ხელფასი 1400 ლარით და გაუხდებათ 16 000 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის – 1260 ლარით და ხდება 14 400 ლარი;
- მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების – 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
- დეპუტატების ხელფასი – 1120 ლარით და ხდება 12 800 ლარი.
- უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეების ხელფასი 1400 ლარით და გახდება 16 000 ლარი;
- უზენაესისა და საკონსტიტუციოს მოსამართლეების – 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
- სააპელაციოს მოსამართლეების – 1134 ლარით და ხდება 12 960 ლარი;
- საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეების – 1008 ლარით და ხდება 11 520 ლარი.




































































