Reuters-ის ინფორმაციით, პენტაგონში აცხადებენ, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს ხედავენ.
„ვფიქრობ, უკრაინელები ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ და ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ სამხრეთში ახლა უკრაინულ მხარეს უკეთესად მისდის საქმეები, ვიდრე რუსული მხარეს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კოლინ კალმა.