რეგიონების პარალელურად, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება თბილისშიც მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ფერომონიანი დამჭერების განთავსება დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში უკვე დაიწყეს. უწყების ინფორმაციით, თბილისისა და მის შემოგარენ სოფლებში 250 მონიტორინგის სისტემის განთავსებაა დაგეგმილი.
ვასილ ბასილაძე ამბობს, რომ მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დედაქალაქში მერიასთან შეთანხმებით გახორციელდება.
სტატია მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ისმხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.