პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. დინა ბოლუარტემ, რომელიც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ფიცი უკვე დადო. რაც შეეხება, პერუს ყოფილი პრეზიდენტი პედრო კასტილოს, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კასტილოს ბრალად ედება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა, იმპიჩმენტის თავიდან ასარიდებლად.