კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, “ძალიან ნაადრევია” საუბარი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის დაყენების შესახებ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
მისივე თქმით, “მუშაობა გრძელდება პრეზიდენტის რეგულარული რუტინული განრიგის ფარგლებში”.
“პრეზიდენტს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. მუშაობა გრძელდება პრეზიდენტის რეგულარული რუტინული განრიგის ფარგლებში”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ორშაბათს, როდესაც ჰკითხეს, აპირებდა თუ არა პუტინი მონაწილეობას მომავალ არჩევნებში.
კითხვაზე, დაიწყო თუ არა კრემლმა კამპანიისთვის მზადება, პესკოვმა თქვა, რომ „ძალიან ადრეა“ ამაზე საუბარი, რადგან კრემლს „ბევრი მიმდინარე საქმეები აქვს“.
,,პუტინს აქვს „ძალიან აქტიური გრაფიკი და დატვირთული დღის წესრიგი“,- დასძინა მან.
პუტინი ამჟამად მეოთხე ვადით არის პრეზიდენტად და ფაქტობრივად ხელისუფლებაშია 1999 წლიდან, როდესაც ის პირველად დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. მოგვიანებით ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, როდესაც მისი წინამორბედი ბორის ელცინი გადადგა.
2021 წელს პუტინმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს კანონში, რომელიც საშუალებას მისცემს მას მოითხოვოს კიდევ ორი ექვსი წლის ვადა, როდესაც მისი ამჟამინდელი პრეზიდენტობა დასრულდება 2024 წელს.
ავტორი