რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ვაჟს პირდაპირ ეთერში დაურეკეს და მოტყუებით სამხედრო კომისარიატში დაიბარეს. ნიკოლაი პესკოვმა მისვლაზე უარი განაცხადა.
“ამას მე სხვა დონეზე გადავწყვეტ“, – თქვა ნიკოლაი პესკოვმა.
მან, აღნიშნა, რომ მისი, როგორც “ბატონი პესკოვის” “იქ ყოფნა” არასწორი იქნება.
21 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.
ავტორი