1778 წლიდან რომის მახლობლად, ქალაქ გენსანოში იმართება ყვავილების სახელგანთქმული ფესტივალი “გენსანო-ინფიორატა”.
ამ დროს იკეტება ბელარდის ქუჩა და მას ყვავილებით შექმნილი ნახატების ხალიჩებით ფარავენ.
სხვადასხვა თემაზე შექმნილ ნახატს ზოგჯერ მხატვართა მთელი ბრიგადა ქმნის.
თითო მოზრდილ ხალიჩას ასობით კილოგრამი ყვავილი სჭირდება.
ფესტივალზე სულ რამდენიმე მილიონ ცალ ყვავილს იყენებენ. ტრადიციულად კი “ინფიორატა” ასე მთავრდება: ყვავილებზე სარბენად და გასართობად “ცხოვრების ყვავილებს” – ბავშვებს უშვებენ…