უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გენერალურ პროკურატუარში გამოკითხვაზე დაიბარეს. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოროშენკოს ევრომაიდანზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხავენ.
პოროშენკოს ამ საკითხზე უკვე მეორედ გამოკითხავენ. ის პროკურატურაში მოწმის სტატუსით არის დაბარებული.
უკრაინის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 30 აპრილს გამოაცხადა. 21 აპრილის არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 73,22%, მისმა მეტოქემ პეტრო პოროშენკომ კი ხმათა 24,45% მიიღო.
წყარო: იმედინიუსი