cnn-ის ინფორმაციით, ფაიზერი აცხადებს, რომ ექსპერიმენტული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს 89 პროცენტით ამცირებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აბები ეფექტურია, თუ მას მაღალი რისკის მქონე ზრდასრულები პირველი სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში მიიღებენ.
„ფაიზერის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მოკლე ვადაში შეძლებს მედიკამენტის მიწოდებას პაციენტებისთვის, ვიდრე მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდება საჭირო.